ქვეყნის სულიერი ცხოვრებისთვის,ეროვნული თვითშეგნების განმტკიცებისათვის უაგრესი მნიშვნელობა ჰქონდა დიდ ქართულ მონასტრებს,რომლებიც არაბთა შემოსევების შემდეგ წარმოიშვა ამ შემოსევებისაგან ყველაზე მეტად აოხრებულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში.ჩვეულებრივ სიმოკლისთვის ამ კუთხეს ტაო-კლირჯეთს უწოდებდნენ,თუმცა ეს სამთავროები სხვა ისტორიულ პროვინციებსაც აერთიანებდა.მე-7-9 საუკენეებში დაარსებული მონასტრები იშხანი,ბერთა,ხანძთა,ოპიზა,შატბერდი,ხახული,ოშკი და სხვები გადაიქცა დიდ კულტურულ კერად,სადაც ინტენსიური შემოქმედებითი მოღვაწეობა იყო გაშლილი.აშენდა მონასტრების მთელი ხუროთმოძღვრული ანსაბლები ეკლესიებით,სამლოცველოებით,სატრაპეზოებით,გადამწერთა სახელოსნოებით,სემინარებით,სამეურნეო შენობებით.
ქართული არქიტექტურის ზოგად ისტორიაში ტაო-კლირჯეთის ძეგლებს თვალსაჩინო ადგილი უჭირავთ.როგორც ისტორიული წყაროები გვაუწყებს,საქ-ოს ეს კუთხე უძველესი ხანიდან მჭიდროდ ყოფილა დასახლებული ქართული მოსახლეობით და მეტად მდიდარი ადრინდელი ხანის ხუროთმოძღვრების ძეგლებით:მე-8 საუკუნის 30_იან წლებში ეს ქვეყანა აოხრებული იყო მურვანის ლაშქრობის შედეგად და მოსახლეობის ნაწილი ამოწყვეტილი იქნა.აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის ერთი ნაწილი მე-8 ს-ის ბოლოს,არაბთა მიერ შევიწროებული და დევნილი,შეეხიზნა ტაო-კლარჯეთს,დამკვიდრდა ახალ მიწა-წყალზე და ახალი საფუძველი ჩაუყარა ქართული კულტურის განვითარებას.ქვეყნის ეკონომიკური აღორძინების პროცესი ემთხვევა სამონასტრო მოღვაწეობის გაშლას.კლარჯეთი ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქ-ოს ერთ-ერთი მხარე იყო.ახლა იგი თურქეთის ტერიტორიაზეა მოქცეული.ის მოიცავს მდ.ჭოროხის ქვემო დინების აუზს არსიანის ქედიდან შავ ზღვამდე,მდინარეების იმერხევისა და არტანუჯისწყალის ხეობების ჩათვლით.(ამის შემდეგ დაწერილი მაქვს ტაო-კლარჯეთში არსებულ ყველა მონასტრებზე,ბაგრატის ტაძარზე,გელათზე,მცხეტის ჯვარზე,სვეტიცხოველზე,მეტეხზე,ვარძიაზე და დავიტ-გარეჯზე...)
ამრიგად ცვენ გავეცანით საქართველოში არსებულ ძირითად სამონასტრო კომპლექსებს,რომელთა არსებობაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის,თავისი ისტორიითა და თავისი მნიშვნელობებით.ისინი ერთგვარი სიძლიერის სიმბოლოები არიან საქართველოსთვის.
მიუხედავად იმისა,რომ რამოდენიმე ხუროთმოძღვრული ძეგლი ჩვენ აღარ გვეკუთვნის და საქ-ოს ფარგლებს გარეთაა მოქცეული,ისინი საქართველოსთვის ძალზე ძვირფასი ძეგლებია,რადგან არასოდეს დაჰკარგავენ თავიანთ სახელს,დიდებას და ყოველთვის იარსებებს თითოეული ადამიანის მეხსიერებაში.
No comments:
Post a Comment